მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძე - "ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა შეზღუდული არ არის"

5e765d505e37e
ინგა მურუსიძე
21.03.20 22:37
1582
რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული, შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის თამდჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დეკრეტში არ არის რაიმე რიცხვი განსაზღვრული 10, 15, ან 20 ადამიანის შეკრების შესახებ. სახელმწიფოს და ეკლესიას, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს ძალიან კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში, როცა მსოფლიოში არის პანდემია, თუკი ამის საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების მიღება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეკლესიებში შეკრებასთან დაკავშირებით განსხვავებული განცხადება გააკეთა დღეს პრემიერმა და ვიცეპრემიერმა. 

ვიცეპრემიერი - შეზღუდვა შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს

10-კაცზე მეტის შეკრება იკრძალება - საგანგებო მდგომარეობის ეს შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება