21.სექტემბერი .2019 15:44

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტი აუდიტის ანგარიშებს ბევრად აქტიურად გამოიყენებს

views 394
უკან

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე და ასევე, მომავალში სახელმწიფ აუდიტის სამსახურის და გენერალური აუდიტორის მიერ მომზადებულ ანგარიშებს ბევრად აქტიურად გამოიყენებს.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს საშემოდგომო სესიის ათ მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განუცხადა, სადაც ჟურნალისტებს სამუშაო გეგმაც გააცნო.

‘ჩვენ გვაქვს საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმები; ესაა სახალხო დამცველის ოფისი, ესაა სახელმწიფო აუდიტის სამსახური და მე ვფიქრობ და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, რომ აუდიტის ანგარიშები ბევრად აქტიურად იქნება გამოყენებული საშემოდგომო სესაიზე და ზოგადად მომავალში, ვინაიდან ბიუჯეტის და ჩვენი საზოგადოების გადასახადების ეფექტიანი ხარჯვა არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება.

ჩვენი ქვეყანა უკვე არის განვითარების იმ ეტაპზე, როცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, დაგეგმილი სტრუქტურით იხარჯება თუ არა სახელმწიფო ბუჯეტი, არამედ იმას თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები და შედეგები თუ არის მიღწეული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა