„პირადად ვარ ბევრ ისეთ ოჯახში ნამყოფი, სადაც რჩება სიღარიბე, სადაც რჩებიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, რომ ელემენტარული პირობები ჰქონდეთ, სადაც რჩება დასაქმების პრობლემა და სადაც ადამიანები კომუნალურ გადასახადებსაც ზოგჯერ ვერ იხდიან, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენთვის არის მთავარი ხვალინდელი დღე. ჩვენი გუნდი მთლიანად არის ორიენტირებული მომავალზე“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში გააკეთა.
.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და შესაბამისი კვლევების შედეგებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტური და ტედენციური კვლევები, რომელთა ნაწილსაც არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ ენდობა, თუმცა, იმისთვის, რომ სწორი პოლიტიკა დალაგდეს მომავალში, საჭიროა, მოხდეს კვალიფიციური კვლევების და მისი შედეგების გათვალისწინება.
„ვინც ჯერ იკვლევს, მერე გეგმავს და მერე აკეთებს, ის არის მხოლოდ წარმატებული“,- განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გათვალისწინებით ხელისუფლება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს.
„განათლებაში ჩვენ ვდებთ ბიუჯეტის 25%-ს. არის თუ არა განათლება იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა დასაქმდეს და სიღარიბიდან ამოვიდეს? არის. ინფრასტრუქტურაში ვხარჯავთ ყოველწლიურად 2 მილიარდზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და მოქალაქეებს აქვთ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, გაზიფიკაცია, წყლის სისტემები. ეს ნიშნავს, რომ მოდის მეტი ტურისტი, მეტი ტვირთები და მეტი ეკონომიკა. ეს არის ის, რაც სიღარიბეს ამცირებს. გადასახადები შევამცირეთ მცირე და საშუალო ბიზნესზე, პრაქტიკულად ერთ პროცენტზე დავიყვანეთ. ეს ნიშნავს, რომ ის ფული, რასაც იხდიდნენ ბიუჯეტში, დარჩებათ, რომ ბიზნესი გააფართოვონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეტი შემოსავალი ნახონ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოქალაქეზე არის 4 ათას დოლარზე ცოტა მეტი, სანამ ეს არ გახდება 10 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ერთ ადამიანზე, ჩვენ მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი