ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე დღეს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციას დაესწრო, სადაც ჟურნალისტებმა კითხვები მის სავარაუდო შემცვლელზეც დაუსვეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის და „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის კანდიდატურები განიხილება. აღსანიშნია, რომ დღევანდელ ღონისძიებას არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა.
ორივე მათგანზე ეკატერინე ტიკარაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის უცნობია, ვინ განიხილება ჯანდაცვის მომავალ მინისტრად, მაგრამ ის უნდა იყოს ღირსეული კანდიდატი.
"არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი.
ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა და როგორც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს, თუმცა მინისტრის მოვალეობას ის დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს.ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ