მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძე: გვაქვს გეგმა, როგორ დავეხმაროთ ბიზნესს, დამსაქმებლებს

5e9f11e480817
BM.GE
21.04.20 19:39
1058
“მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებას, რადგან თქვენი მოთმინების, მხარდაჭერის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გარეშე პანდემიასთან ბრძოლა გაგვიჭირდებოდა. ჩვენ ვმუშაობთ და გვაქვს გეგმა თუ როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ელოდება სახელმწიფოს მხარდაჭერას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ხელისუფლებას აქვს გეგმა, როგორ დაეხმარონ ბიზნესს, დარგობრივ სექტორებს, დამსაქმებლებს, რომ შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა.

„დიახ, მეც ვნახე ოპონენტების კომენტარები, მაგრამ ამას კინკლაობას ვერ დავარქმევ, რადგან კინკლაობას ორი მხარე სჭირდება - ჩვენ კი ახლა კინკლაობისთვის ნამდვილად არ გვცალია. ოპოზიციის პასუხისმგებლობას გამოხატავს შეკითხვა “რას ფიქრობთ?”, ჩვენი პასუხისმგებლობა კი ბევრად მეტია და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ კითხვას “რას ვგეგმავთ?” - ამიტომ, აქტიურად ვიმუშავეთ ამ გეგმებზე და მას საზოგადოებას წარვუდგენთ. ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს პანდემიის მართვას, - ვერ შეძლებდა ჯანდაცვის ორგანიზებას, ვერ მიიღებდა სოციალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რეალურად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ეს შეძლო. ჩვენ მზად გვაქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმაც და ამ ყველაფერს პარასკევს უკვე საზოგადოება ნახავს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა არანაირი გეგმა არც ეკონომიკის, არც შეზღუდვების მოხსნის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთ გეგმა გვაქვს და ის საზოგადოებას პარასკევს წარედგინება.