მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ბოქლომს ჩუქნის, რომელიც მათ პარლამენტის ჭიშკარს დაადეს

5dd2c0614b653
დავით ჯალაღონია
18.11.19 20:00
1217
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აქციის დაშლის შედეგად გამართულ ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის პიკეტირებისას აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ჭიშკრებს დაადეს.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რას ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და აქტივობები, რაც მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს გასცდა. ეს ნიშნავს სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს უკავშირდება, ბიუჯეტს, პენსიების გადარიცხვას ჩვენი მოქალაქეებისთვის, სოციალური დახმარებების გაცემას, მიმდინარე თუ მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მთავარ ფუნქციებს, რასაც ახორციელებს ჩვენი სახელმწიფო და რომელიც ყოველდღიურად სასიცოცხლოდ, აუცილებელელია, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომაც სცდება ეს აქტივობები მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს.

მინდა აქვე, გულისტკივილი გამოვხატო, თუ როგორ ექცევიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი იმ ინსტიტუტს, რომელიც წესით, უნდა იყოს პოლიტიკური დებატების მთავარი ადგილი, პოლიტიკური დისკუსიის და ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის ადგილი. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ასეთი პარლამენტი, მაგრამ მეორე მხრივ, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, იყო ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები - ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მინდა მათ სიმბოლურად დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომებს და ღირებულებებს მოქალაქეების, სახელმწიფოს და ღირებულებების მიმართ. ეს ალბათ მათ უნდა შეინახონ, რომ ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი ვეღარასოდეს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და ვერც პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.