მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძე: თუ რეკომენდაციები შესრულდა, შესაძლოა, მაისიდან შეზღუდვები მოიხსნას

5e945a68b6eef
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 16:28
1170
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა მაისში მოიხსნას, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე  პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ იმისთვის, რათა მოქალაქეები ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდნენ, აუცილებელია, ყველას მიერ იყოს გათვალისწინებული და დაცული უსაფრთხოების ის რეკომენდაციები, რომელთაც სახელმწიფო გასცემს. 

"რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, რაც უფრო მეტი ყურადღებას გავამახვილებთ უსაფრთხოებისთვის აუცილებელ შეზღუდვებზე, ეს არის წინაპირობა იმის, რომ მით უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად და ყველა მოქალაქე დავეხმარებით სამსახურებს, რომ ეფექტურად იყოს დაცული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპიც, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ, სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების ეტაპობრივად მოხსნა, რის საშუალებასაც მიმდინარე მონაცემები მოგვცემს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

პარლამენტში დღეს საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, პირველად, ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განაცხადეს, რომ მთავრობა 2020 წლის განახლებულ ბიუჯეტს პარლამენტს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ მაისში წარუდგენს.