მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ კრიზისული და პოსტ-კრიზისული პაკეტის შექმნაზე

5e944fcaca3fb
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 15:47
1061
პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, პირველად, ბიუროს სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამჟამად მმართველი გუნდი ორ ძირითად პაკეტზე მუშაობს, მათგან პირველია “კრიზისული” პაკეტი - რაც არსებულ ვითარებაში გადასადგმელ ნაბიჯებს აერთიანებს, ხოლო მეორეა პანდემიის შემდგომი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი პროგრამების ერთობლიობა". პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს ხელფასის ⅓-ის საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხვისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა, გამოვეხმაურო ეკონომიკურ მიმართულებას. როგორ ხედავთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მთავრობა დგამს გამბედავ ნაბიჯებს, დროულ ნაბიჯებს. მინდა გამოვეხმაურო, ქალბატონმა ნათია თურნავამ, ეკონომიკის სამინისტრომ გამოგვიგზავნა ჩვენ პარლამენტს საქართველოში შეკერილი პირბადეები, ეს პირბადეები 24-საათის განმავლობაში იკერება, დაახლოებით, 150,000 ცალი და ამაზე მუშაობს ცხრა ქართული საწარმო, რაც იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და ამ საწარმოების დახმარებით გააკეთა მთავრობამ. ეს არ არის ერთადერთი მაგალითი, სხვა მიმართულებითაც არაერთი მაგალითი არის, იგივე კარანტინის განხორციელებაც რომ სასტუმროების ქსელის დატვირთვით ხდება და აქაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შედგა თანამშრომლობა, ესეც კი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს შესაძლებელს აკეთებს, რათა მოხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია. რა თქმა უნდა, ესეც არ არის სტანდარტული სამოქმედო პირობები, ბიზნესისთვის, კერძო სექტორისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ჩვენ ყველას გვიწევს ადაპტირება ამ გარემოსთან და ამ პირობებთან.

მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ჩართულობა ეკონომიკური პაკეტის მომზადებაში. ორი კომიტეტი არის ჩართული და ისინი მუშაობენ მთავრობასთან ერთად. ეს პაკეტები ორ ნაწილად მუშავდება, ეს არის კრიზისული, ანუ ახლა რას ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის და რას ვაკეთებთ ბიზნეს სექტორისთვის, მეორე არის კორონავირუსის პანდემიის შემდეგი პაკეტი, რაც არის შედარებით გრძელვადიანი პაკეტი, რაზეც ასევე ეს კომიტეტები მუშაობენ.

ამასთან, რაზეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ არის თქვენი ხელფასის ⅓-ის მიმართვა StopCov ფონდში. გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ სამი თვის განმავლობაში თქვენი ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვასთან დაკავშირებით, არის ნამდვილად მისასალმებელი. ასევე ფონდში ნამდვილად დიდი ოდენობის თანხის მობილიზება მოხდა, მილიონობით ლარი არის ჩარიცხული და ამ თანხით ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნეს სუბიექტების დახმარებას", - განაცხადა თალაკვაძემ.