მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ უსანეთაშვილი "ვითიბი ყაზახეთის" კორპორატიული ბიზნესის დირექტორი გახდა

614b0e3f75653
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 19:06
1161
2021 წლის 6 სექტემბრიდან, არჩილ უსანეთაშვილმა, ვითიბი ყაზახეთის კორპორატიული ბიზნესის განვითარების დირექტორის - დირექტორთა საბჭოს წევრის, თანამდებობა დაიკავა.

არჩილ უსანეთაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე, საქართველოში, ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ვითიბი საქართველო" არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში. მიხარია, რომ ამ ბანკის გუნდის წევრი ვიყავი და ბანკში ყოფნის პერიოდში ვითიბი საქართველოს კორპორაcიული მიმართულება, ჯგუფის მასშტაბით, მოწინავე ადგილს იკავებდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა არჩილ უსანეთაშვილმა.

(NS)