04.მაისი .2021 10:22

„არდადეგების გამოცხადების მიზანი მობილობის დაგდებაა“ - ამირან გამყრელიძის განმარტება

„არდადეგების გამოცხადების მიზანი მობილობის დაგდებაა“ - ამირან გამყრელიძის განმარტება
views 130
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს რიგი ფაქტორების გამო დღეს არ შეუძლია გასულ წელს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დაწესება და ეპიდსიტუაციის ამრიგად განმუხტვა.

ამირან გამყრელიძემ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმით“ აცრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მთავრობის მიერ დაწესებული უქმეების მიზანშეწონილობა განმარტა.

„გამოცხადებული არდადეგების მიზანი გართულებული ეპიდ-სიტუაციის პერიოდში მობილობის დაგდებაა. იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ფაქტორზე დაყრდნობით, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ისეთ მკაცრი ღონისძიებების შემოტანა ქვეყანაში, როგორიც იყო გასული წლის ამ პერიოდში, ან გასული წლის ნოემბრის შემდეგომი სამი კვირა, ამიტომ შემოვიტანეთ ერთ-ერთი მობილობის შემცირების მეთოდოლოგია, რასაც არდადეგები ჰქვია, რომლის დროსაც გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რისი მიზანიც მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვაა, რაც ერთმანეთთან კომუნიკაციას და მობილობას შეამცირებს და ეს დაავადების გავრცელების პრევენციაა“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.