მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AREA.GE - "უძრავი ქონება უძრავ სამყაროში"

5e86ef4183438
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 12:14
3380
უძრავი ქონების გზამკვლევი www.Area.ge  უძრავი ქონების სექტორზე კორონავირუსის გავლენას ფასებს და ანალიზს წარმოადგენს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ დღესაც სრულიად სხვა რეალობასა და სამყაროში გავიღვიძეთ, სადაც მთავარი მოწოდებაა - დავრჩეთ სახლში, გაურკვეველი ვადით. ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადავიდა, ნაწილი კი იძულებული გახდა,დროებით შეეჩერებინა მუშაობა. ცხადია, ამ კრიზისსაც ექნება გავლენები - ადამიანებზე, ემოციებზე, ბიზნესებსა თუ საქმიანობაზე ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე.

მნიშვნელოვანია, რომ COVID 19-მა სხვადასხვა სიმძლავრის და ხასიათის გავლენა იქონია ეკონომიკის განსხვავებულ სექტორზე. Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად პანდემიას დაუყოვნებლივი ნეგატიური ეფექტი ჰქონდა სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, გართობისა და სატრანსპორტო სფეროზე. ამავდროულად, მნიშვნელოვნად აქტიურდება სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ინიციატივები, რომელთა მიზანი ამ, ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების დახმარებაა. კრიზისი შედარებით ნაკლებად მოქმედებს უარყოფითად ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა თუ სერვისებზე, როგორებიცაა ჯანმრთელობის, ფარმაციის, ელ-კომერიციისა და საკომუნიკაციო სექტორები.

თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ისეთი სფეროებისთვის, როგორებიცაა - ფინანსური სექტორი, მშენებლობა, უძრავი ქონების ბაზარი, ვაჭრობა, წარმოება თუ განათლების სფერო კრიზისი უფრო მნიშვნელოვნად, თუმცა განსხვავებული ტემპებითა და მასშტაბით იმოქმედებს.

რა გავლენა ექნება პანდემიას უძრავ ქონებაზე?

ეკონომისტების პროგნოზით კრიზისის დროს უძრავი ქონების ფასები სავარაუდოდ იგივე მასშტაბით დაეცემა, როგორც 2008-09 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი გადავლახეთ, რამაც ბევრი გამოკვეთილი და საკმაოდ დიდი გამოცდილება მოგვცა. შესაბამისად მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს გვაქვს კრიზისული მენეჯმენტის გარკვეული მინიმალური გამოცდილება. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია მკაფიოდ დავინახოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგვიანებული ნეგატიური ეფექტის დროული გადააზრება, სწორი შეფასება და დროის მოგებაა. სანამ ცხადი გახდება კრიზისის გავლენა, მანამდე საჭიროა ამ სფეროს წარმომადგენლების მიერ ახალი შესაძლებლობების მოძიება და ნეგატიურ ეფექტის მინიმალურამდე დაყვანა. ეს არ არის მხოლოდ რომელიმე ბიზნესისა თუ კომპანიის გადარჩენის გზა, რადგან სწორედ ასეთ კომპანიებზე დგას ქვეყნის ეკონომიკა და სწორედ ახლა აქვთ ამ კომპანიებს ლომის წილი პასუხისმგებლობა, რათა მინიმალური დანაკარგით გადავლახოთ საყოველთაო კრიზისი.

AREA.GE-ის მიზანი:

ყველაფერი ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენც გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ COVID-19-ის შედეგებთან ბრძოლასა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში და იმ რეალობაში, სადაც დისტანციური და ციფრული მომსახურებები და სერვისები განსაკუთრებულ როლს ასრულებს ბიზნესების კომუნიკაციისთვის, გვსურს დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს და უძრავი ქონების ბაზრის ყველა მოთამაშეს. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო უნივერსალური ციფრული პლატფორმის შექმნა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლიდა სრულიად უძრავი ქონების ბაზარს - განსაკუთრებით კი ამ პირობებში, როცა ეს ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„ჩვენ - www.Area.ge  ვრჩებით გზამკვლევები უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის, ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ვცდილობთ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, დეველოპერულ კომპანიებს, სააგენტოებს, აგენტებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებსა თუ მაძიებლებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მივცეთ რჩევები, რათა ერთიანი ძალებით კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ უძრავი ქონების აღმოჩენის პროცესი და ამ პროცესში შევასრულოთ გზამკვლევისა და მრჩეველის როლი.“

ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის, გვსურს, უძრავი ქონების გამოცდილება გადავიტანოთ სრულიად ციფრულ სამყაროში. ჩვენი გამოცდილებების, ცოდნისა და რესურსების გაზიარება არის ის, რაც ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად დაგვეხმარება კრიზისის დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. შესაბამისად, ყველა ჩვენს პარტნიორს, მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და გავერთიანდეთ. ამიერიდან, გაცილებით აქტიურად და სიღრმისეულად გაგიზიარებთ ყველა იმ მიგნებას, ტენდენციასა თუ საინტერესო ფაქტს, რაც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი საქმიანობის ადაპტაციასში. ამიტომ, გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი და შემოგვიერთდით Facebook -ზე. ერთად აუცილებლათ გავუმკლავდებით ამ გამოწვევას“, - ნათქვამია www.Area.ge  - ის ანალიზში.