მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არემჯი“ მუშევანის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

636e71d518871
BM.GE
11.11.22 19:44
469

„არემჯი“ მუშევანის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მუშევანის პროექტის ირგვლივ, სამწუხაროდ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, რომელიც არ ემსახურება სოფელ მუშევანის განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. შესაბამისად კიდევ ერთხელ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ სოფლის მოსახლეობა სრულად იყო ინფორმირებული (მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე) არსებული პროექტის შესახებ, რასაც სოფელში ჩატარებული ორი საჯარო განხილვა მოწმობს.

აღნიშნული დასტურდება გზშ-ს საჯარო განხილვის უწყვეტი ვიდეო გადაღებითაც, რომელიც სრულად ასახავს საჯარო განხილვის მაღალ სტანდარტს და კანონიერებას. ვიდეო გადაღება ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიერ. მოუწოდებთ მათ გაასაჯაროონ აღნიშნული ვიდეო/ფოტო მასალები.

გზშ-ს განხილვის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მუშევანის პროექტის ირგვლივ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას,კომპანიის მხრიდან ასევე გაეცა ამომწურავი პასუხები.

ჩვენ ასევე წლებია ვასრულებთ უპრეცედენტო გარემოსდაცვით ვალდებულებებს და ამ მხრივ ქვეყნის მასშტაბით ვნერგავთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტს, რაც უკვე არაერთხელ იქნა აღიარებული ამ დარგის სპეციალისტების მიერ. შესაბამისად „არემჯის“ მიმართ არ არსებობს არცერთი ობიექტური პასუხგაუცემელი კითხვა, რაც შეიძლება ნებართვის არ გაცემის საფუძველი გამხდარიყო.

გარდა ამისა, ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას და უკვე გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი,რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს და მომავალშიც აუცილებლად იგრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვევაში მედიას და არასამთავრობო სექტორს მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მუშევანის პროექტის სანებართვო პირობებთან დაკავშირებით. ასევე, იმ მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, რომელიც სოფელ მუშევანში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში. 

NS