მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არემჯიმ“ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართა

6087c1c27ed0b
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 11:51
776
სასტუმრო „რადისონმა“ მედიაჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2021-ს უმასპინძლა, რომელზეც კომპანიებმა საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს.

CSR ფორუმი ცოცხალი პრეზენტაციების ღონისძიებაა, რომლის მიზანი სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტებისა და მათი შედეგები წარმოჩენაა. ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, UNDP საქართველოს წარმომადგენელმა ანა ჩერნიშოვამ, საქართველოში იაპონიისა და საფრანგეთის ელჩებმა ისაუბრეს.

“არემჯი“ რიგით მე-6 CSR FORUM-ის გენერალური სპონსორია. კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელთაც კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს.

„ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება, ერთი მხრივ, გავუზიაროთ სხვა კომპანიებს ჩვენი გამოცდილება და, მეორე მხრივ, უფრო დეტალურად გავაცნოთ დაინტერესებულ ჯგუფებს ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით. ჩვენს გუნდს სჯერა, რომ სწორად დაგეგმილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. ეს არ არის მხოლოდ დიდი და ძლიერი ბიზნესის საკეთებელი საქმე, ყველას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის, სხვადასხვა რეგიონის, გარემოსა თუ ადგილობრივი თემის განვითარებაში“, – განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
(R)