ბოლნისის ახალი მუზეუმის საპრეზენტაციო სივრცეში „არემჯის“ საგანმანათლებლო პროექტ „იდეების ლაბორატორიის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ოთხი პროექტიდან კომპანია „არემჯის“ და ახალგაზრდული ცენტრი „მზიან სახლის“ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, საუკეთესო გამოავლინა, რომლის განხორციელებასაც კომპანია სრულად დააფინანსებს.
გამარჯვებული პროექტის ავტორები, კაზრეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და ის დაბა კაზრეთის დასვენების პარკში „პავილიონის“ მოწყობას გულისხმობს, რომელიც ახალგაზრდების მიზიდულობის მთავარ ცენტრად უნდა იქცეს.
„პროექტის მიზანია, დაბაში ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. ვფიქრობ, 2-კვირიანი ინტენსიური ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, სამომავლოდ ძალიან გამოადგებათ კაზრეთელ ახალგაზრდებს. საქმე, რომელსაც ისინი თავისი ხელით გააკეთებენ, ბევრად ღირებული იქნება მათთვის. წელს პროექტში მონაწილე ოთხივე გუნდმა ძალიან საინტერესო პროექტები შემოგვთავაზა. გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში ვიხელმძღანელეთ იმ მიდგომით, თუ რომელი პროექტი მეტ სარგებელს მოუტანდა დაბას და მთლიანად საზოგადოებას. ვფიქრობ „პავილიონის“ კეთილმოწყობის იდეა ძალიან კარგად დაინახეს ახალგაზრდებმა. ამასთანავე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩენილი სამი პროექტიდან ძირითად იდეების განხორციელებასაც შეუწყობს ხელს“ - განაცხადა საკადრო საკითხებში“ არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.
"წელს იდეების ლაბორატორიამ მეორე ნაკადს უმასპინძლა, დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა პანდემიის პრევენციის მიზნით ათ-ათი მოსწავლე შეირჩა დაბის საჯარო სკოლებიდან. ორ საფეხურად ჩატარდა პროექტების წერის ტრენინგი და საბოლოოდ 4 პროექტი მომზადდა. მათ გავაცანით პრობლემების ინდეტიფიცირება, მისი შესწავლა, დამუშავება, მიზნის ფორმულირება, საჭიროებების კვლევა და ა.შ. ახალგაზრდებმა გასაოცრად გაართვეს თავი. წელს პრიორიტეტი „მწვანე გარემო“ და „სოციალური ურთიერთობა“ იყო, თუმცა მოსწავლეების პროექტები, დაბაში ურთიერთობების ჰარმონიზებასაც ეხებოდა. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდები არიან, მსგავსი პროექტებით ისინი აუცილებლად შეძლებენ არაერთი პრობლემის მოგვარებას",- აღნიშნა არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ ნოდარ მამინაიშვილმა.
„იდეების ლაბორატორიამ“ მოგვცა უნიკალური შანსი, მოგვემზადებინა პროექტი, რომლითაც შევძლებთ დაბის განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ჩვენი პროექტის „პავილიონი - ახალგაზრდების მიზიდულობის ცენტრი“ მიზანია დაბაში გავაცოცხლოთ უფუნქციოდ დარჩენილი სივრცე, მოვაწესრიგოთ მიმდებარე ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის შევიძენთ სხვადასხვა ინტელექტუალურ სამაგიდე თამაშებს, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ემოციების, ფანტაზიის უნარების და ინტერესების სფეროს გაფართოებაში. ჩვენი სივრცე ყველა ასაკის ადამიანებისთვის იქნება. „იდეების ლაბორატორია“ დაგვეხმარა ჩვენი ოცნება რეალობად გვექცია. ტრენინგებზე ვისწავლეთ პროექტის წერა, რაც ცხოვრების შემდგომ ეტაპზე ძალიან გამოგვადგება“ - განაცხადა დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლის გამარჯვებული გუნდის წევრმა ანა ზურაბიშვილმა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, „არემჯი“ ბოლნისის რაიონში ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს მე-2 წელია ახორციელებს და მასში უკვე 50-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?