მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არემჯიმ“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

6347efe1c0028
BM.GE
13.10.22 14:58
562
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში „დასაქმების ფორუმი - 2022” გაიმართა. 60-მდე ქართულ კომპანიასთან ერთად, სტუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სამთო-მომპოვებელი სექტორის ლიდერმა „არემჯიმ“, სხვადასხვა პროფესიული და სტაჟირების პროგრამები შესთავაზა.

“არემჯი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ. განსაკუთრებით გაძლიერდა ეს პარტნიორობა ბოლო 4-5 წელია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც უნივერსიტეტთან, ასევე სტუდენტებთან, ყოველწლიურად ვთავაზობთ მათ სხვადასხვა დასაქმების და სტაჟირების პროგრამებს. ვფიქრობთ, რომ ამ თანამშრომლობამ უკვე ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ფორუმზე წარმოდგენილი ვიყავით რამდენიმე პოპულარული სტუდენტური პროექტით, ასევე ადგილზე მოსულ სტუდენტებს შევთავაზეთ სტაჟირებები სამთო, გეოლოგიური, გამდიდრების მიმართულებით", - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საკადრო საკითხებში გიორგი ჩხეიძემ.

„არემჯი“ სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ, არაერთ სტუდენტურ პროექტს სტავაზობს. მათ შორის არის, ტექნიკური მიმართულების სტუდენტებისთვის დაწესებული „არემჯის“ ერთწლიანი სტიპენდია, პროექტი - „არემჯის საზაფხულო სკოლა“, რომელიც კომპანიის საწარმოებში ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს და დუალური საგანმანათლებლო პროექტი „ინდივიდუალური განვითარების გეგმა“, რომელიც პროექტში ჩართული სამთო მიმართულების სტუდენტებისთვის, მათ კომპეტენციებსა და ინტერესებზე მორგებული, სწავლების და პრაქტიკის ინდივიდუალური გეგმის შეთავაზებას გულისხმობს.

სტუ-ს „დასაქმების ფორუმზე“ სხვადასხვა პროფილის მქონე 60 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაეარათ კონსულტაცია და შეერჩიათ მათთვის სასურველი ვაკანსიები.


(NS)