სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი, მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის ორგანიზებით 4-8 მაისს მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიემგზავრება. არემჯის მხარდაჭერით პატარა ყოჩების გუნდი მონაკოში, ერთ-ერთ მასშტაბურ - წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს სახელით იასპარაზებს.
საიუბილეო რიგით მეათე თასზე მონაწილეობას, ყოჩების გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით, მათ შორის 4 ბოლნისელი მორაგბით მიიღებს.
,,ბავშვებისთვის, დამწყები სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტურნირი, რომელზეც ჩვენი პატარა ყოჩები მიემგზავრებიან მონაკოს პრინცესის ეგიდით ტარდება. მონაკოს პრინცესა შარლენის როლი ბავშვებში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივების კუთხით უმნიშვნელოვანესია - ის მსოფლიო მასშტაბით მხარში უდგას რაგბის მიმართულების განვითარებას და ეხმარება პატარა მორაგბეებს კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ სპორტის ეს სახეობა. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს მონაკოს პრინცესასთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ მის ფონდთან.’’ - აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი, რაგბის კლუბ ,,ყოჩების’’ აღმასრულებელი დირექტორი.
,,არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობა აქტიურად ითვალისწინებს სპორტის მხარდაჭერას, მათ შორის არის რაგბი. ვცდილობთ სპორტის ეს სახეობა მთლიანად მოვიცვათ, ვართ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 2022 წლის სეზონის ოფიციალური მატჩების ტრანსლაციების სპონსორები, 2019 წლიდან სარაგბო კლუბ „ბოლნისი ყოჩების“ გენერალური სპონსორები და წლებია აქტიურად ვართ ჩართულები ბოლნისის რაიონში საბავშვო რაგბის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაში. ვფიქრობთ რომ ეს ვიზიტი იქნება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოცდილება პატარა სპორტსმენებისთვის.“ - აცხადებს ნატალი ნოზაძე, არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
მონაკოს პრინცესის თასი, პრინცესა შარლენის ფონდის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტურნირია და ყოველწლიურად, მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 500-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას.
მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის მისიაა შექმნას მშვიდობიანი მსოფლიო, სადაც ყველა ბავშვს შეეძლება განვითარდეს და ისწავლოს უსაფრთხო გარემოში. სწორედ ამ მიზნისთვის 2012 წლიდან დღემდე, ფონდის ორგანიზებით არაერთი პროექტი ხორციელდება და დღეს უკვე 900 000- მდე ბავშვმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისარგებლა სხვადასხვა პროგრამით მათ შორის: ცურვის შესწავლა, წყლის უსაფრთხოება, სპორტის სახეობების შესწავლა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ