"არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ონლაინ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა.
კორონა ვირუსის პანდემიის გამო, წელს საერთაშორისო კონფერენცია ერთ დღიანი იყო და ის დისტანციურად გაიმართა. 5 პლენარულ სხდომაზე გადანაწილებულმა 20-მა მომხსენებელმა, სამთო და გეოლოგიის დარგში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, გარემოს დაცვას, სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიას, გეოფიზიკას და სხვა.
კონფერენციის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ 16 სასტენდო მოხსენებას, რომელიც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე http://www.msgeorgia2012.com/ პრეზენტაციის სახით განთავსდება.
„მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს მინერალოგიურმა საზოგადოებამ მაინც მოახერხა კონფერენციის დისტანციურ რეჟიმში გამართვა. ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ყოველწლიურად საუკეთესო სპეციალისტები იკრიბებიან და ერთმანეთს დარგში არსებულ სიახლეებს უზიარებენ. ვფიქრობ, რომ სამთო საქმისა და გეოლოგიის სწორი განვითარება ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, უკვე მე-3 წელია ვართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორი. ჩვენს კომპანიებში გვაქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საუკეთესო სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში და შემდგომში ვიზრუნოთ მათ დასაქმებაზე", - აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის