მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არგენტინამ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

5fe322df94c24
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 15:19
834
არგენტინის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა Pfizer-ის ვაქცინის დაუყოვნებელი გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ CNN წერს.

არგენტინის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ცენტრმა ვაქცინა ყურადღებით შეისწავლა და მათი დასკვნით, პრეპარატის სარგებელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის რისკები, რაც მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის შეძენა რეცეპტის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

როგორც გამოცემა წერს, არგენტინის მთავრობა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების პარალელურად, ასევე, გეგმავს რუსული Sputnik-V კოვიდ-ვაქცინის შემოტანას. აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაციონალური ავიახაზების თვითმფრინავი მოსკოვში ვაქცინის პირველი საცდელი პარტიის ჩამოსატანად გუშინ გაფრინდა.

23 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე არგენტინაში ვირუსის 1,555,279 შემთხვევა გამოვლინდა და 42,254 ადამიანი გარდაიცვალა.