02.სექტემბერი .2019 21:09

არგენტინაში ამერიკული დოლარის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

views 162
უკან

პესოს გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით, არგენტინაში ამერიკული დოლარის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა. არგენტინის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის განკარგულებით, ზომები დროებითი იქნება და ისინი გაცვლითი კურსის დარეგულირებისთვის საჭირო და აუცილებელია, რათა ქვეყნის ეკონომიკამ ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.

ახალი რეგულაციებით, დიდმა ექსპორტიორმა კომპანიებმა დოლარის ყიდვისა და ქვეყნის გარეთ ფულის გაგზავნისთვის ნებართვა არგენტინის ცენტრალური ბანკისგან უნდა მიიღონ. ამას გარდა, შეზღუდვები ფიზიკურ პირებზეც ამოქმედდება. არგენტინის მოქალაქეებს თვეში 10 000 დოლარის შეძენის უფლება მიეცემათ.

არგენტინის ეკონომიკური არასტაბილურობის მთავარი გამომწვევი მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება გახდა. სწორედ ამის შემდეგ, ქვეყანაში საფონდო ბირჟები მინუსში წავიდა და პესოს კურსი რადიკალურად დაეცა. ქვეყნის ფინანსთა მინიტრმა ნიკოლას დუხოვნემ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო კი პოსტი დატოვა.