03.სექტემბერი .2019 16:33

არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ

views 7779
უკან

ეკონომიკური კრიზისის პირობებში, არგენტინის ხელისუფლების მიერ დაწესებულმა ახალმა სავალუტო კონტროლმა მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია. ბუენოს-აირესის ბანკებთან მთელი დღის განმავლობაში მასობრივი რიგებია წარმოქმნილი. ადგილობრივებს საფინანსო ინსტიტუტებიდან ფული გამოაქვთ.

როგორც ადგილობრივ მედიასთან, მოქალაქეები აცხადებენ, "ფულის სახლში წაღებით თავს უფრო მშვიდად იგრძნობენ’’.


პესოს გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით, არგენტინის მთავრობამ ამერიკული დოლარის ყიდვაზე შეზღუდვები გუშინ დააწესა. არგენტინის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის განკარგულებით, ზომები დროებითი იქნება და ისინი გაცვლითი კურსის დარეგულირებისთვის საჭირო და აუცილებელია, რათა ქვეყნის ეკონომიკამ ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.

ახალი რეგულაციებით, დიდმა ექსპორტიორმა კომპანიებმა დოლარის ყიდვისა და ქვეყნის გარეთ ფულის გაგზავნისთვის ნებართვა არგენტინის ცენტრალური ბანკისგან უნდა მიიღონ. ამას გარდა, შეზღუდვები ფიზიკურ პირებზეც ამოქმედდება. არგენტინის მოქალაქეებს თვეში 10 000 დოლარის შეძენის უფლება მიეცემათ.


არგენტინის ეკონომიკური არასტაბილურობის მთავარი გამომწვევი მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება გახდა. სწორედ ამის შემდეგ, ქვეყანაში საფონდო ბირჟები მინუსში წავიდა და პესოს კურსი რადიკალურად დაეცა. ქვეყნის ფინანსთა მინიტრმა ნიკოლას დუხოვნემ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო კი პოსტი დატოვა.