არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური პირების მიმართ დოლარის შეძენაზე შეზღუდვა გამკაცრა. როგორც ადგილობრივი მედია ფინანსურ ინსტიტუტზე დაყრდნობით იტყობინება, ახალი განკარგულებით, რომელიც ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, ქვეყნის მასშტაბით, თვეში მხოლოდ 200 აშშ დოლარის შეძენაა შესაძლებელი.
"ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ კვირას გადაწყვიტა, მიეღო მთელი რიგი ღონისძიებები, რომლის დანიშნულებაა ცენტრალური ბანკის რეზერვების შენარჩუნება. ზომები დროებითია და ძალაში იქნება 2019 წლის დეკემბრამდე", - ნათქვამია ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.
ცენტრალურმა ბანკმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ალბერტო ფერნანდესმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა 11 აგვისტოს პრაიმერიის (წინასწარი არჩევნები) შემდეგ გაუარესდა. მაშინ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა - პესო მკვეთრად დაეცა, ხოლო არგენტინის საფონდო ინდექსი 38%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ პესოს გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით, არგენტინაში ამერიკული დოლარის ყიდვაზე შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისშიც დაწესდა. მაშინ დიდ კომპანიებს დოლარის ყიდვისა და ქვეყნის გარეთ ფულის გაგზავნისთვის ნებართვა არგენტინის ცენტრალური ბანკისგან უნდა მიეღო, ხოლო ფიზიკურ პირებს თვეში 10 000 დოლარის შეძენის უფლება ჰქონდათ.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი