2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკმა ცხრა სავალუტო ინტერვენცია განხორციელა, რომლის დროსაც $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. ბოლო აუქციონი 30 სექტემბერს იყო. მაშინ სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. აღსანიშნია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით, დოლარს არ ყიდულობს; თან არც ბოლო თვეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ლარს პერიოდულად გამყარების ტენდენცია აქვს.
„არის დრო, როცა რეზერების დაგროვებაა საჭირო და არის დრო, როცა რეზერვების მიწოდება არის საჭირო. მაშინ, როცა ბაზარი საშუალებას გვაძლევდა, რეზერები შეგვესყიდა, ასეც ვიქცეოდით“, - ასე უპასუხა დღეს ონლაინპრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ჟურნალისტის კითხვას - ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენცია ხომ არ აიხსნება სებ-ის შეცვლილი პოლიტიკით - არ იყიდოს დოლარი რეზერვების შესავსებად?
ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ჰქონდა წინა წლებში ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკა და რატომ უნდა გაგრძელდეს ის მომავალშიც.
„მოგეხსენებათ, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელსაც არაადეკვატური რეზერვები ჰქონდა მისი ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეზერვებს ვავსებდით. სავალუტო რეზერვების დაგროვება - ჩვენი ყველაზე არაპოპულარული პოლიტიკა, სწორედ იმის საფუძველი აღმოჩნდა, რომ სარეიტინგო კომპანიებმა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუზარდეს რამდენჯერმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; ამდენად, როცა სებ-ს ექნება საშუალება <რეზერვების შევსების> ეს პოლიტიკა უნდა გააგრძელოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმითვე, პანდემიის დროს, როცა მობილობა შემცირდა, სებ-ი, ბუნებრივია, რეზერვების შევსებას აღარ გააგრძელებდა და ასეც მოიქცა.
„პირიქით, იმისათვის, რომ ბაზრის ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილი ყოფილიყო, ბაზარს ვაწოდებდით ეროვნულ ვალუტას. ქვეყანამ ამავე დროს მიიღო დახმარება, ანუ საჯარო სექტორმა მიიღო დახმარება, მაშინ როცა კერძო სექტორი არ იღებდა ამას და აქედან გამომდინარე, ნაწილი ზუსტად მივაწოდეთ ამ ბაზარს. სავალუტო რეზერვები არის ქვეყნის მაკროეკონომიკის სტაბილურობის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ამაზე ზრუნვა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ რეზერვების შევსების პოლიტიკა შეიცვალა სიტუაციის შეცვლის ადეკვატურად შეიცვალა.
2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $4.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მეტია. რეზერვების მატება წელს ძირითადად საერთაშორისო დონორების მხრიდან საქართველოსთვის პანდემიური დახმარებების ჩარიცხვამ გამოიწვია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ