გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვის რეფორმაზე საუბრობს და აღიარებს, რომ ამ კუთხით გამოწვევები რჩება.
“კანონის აღსრულება ადეკვატური უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ბიზნეს გარემო იმ დონეზე სამართლიანი ვერ იქნება, რომ ბიზნესს თანაბარი უფლებები, განვითარების პირობები და თანაბრად კონკურენტული გარემო ჰქონდეს" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გადაცემა #Forbestalks-ში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველას ესმის, რომ რეფორმა უმტკივნეულოდ ვერ განხორციელდებოდა და შეიქმნებოდა გარკვეული უხერხულობები, თუმცა, ხელისუფლება გადაწყვეტილებში მაინც თამამი უნდა იყოს.
“როდესაც მსგავსი ტიპის კომპლექსურ რეფორმებზე ვსაუბრობთ, იდეალური მოცემულობა წარმოუდგენელია. მე არ ვიცი ქვეყნების მაგალითები, სადაც ეს მყისიერად და პრობლემების გარეშე შესრულდა.
ვფიქრობ, ხელისუფლებას გადაწყვეტილებების სითამამე უნდა ეყოს. გვესმის, რომ ეს მყისიერად ვერ აღსრულდებოდა, უხერხულობები შეიქმნებოდა და ამ გზაზე სირთულეები იქნებოდა, ეს ყოველივე მსგავსი ტიპის რეფორმებს ახასიათებს. რა თქმა უნდა, ყველა ჩართულმა მხარემ უფრო მეტი უნდა გააკეთოს: მათ შორის მუნიციპალიეტეტებმა, სადაც ჩვენი მხრიდან რეგულარული კომუნიკაციაა საჭირო. კერძოდ, საგანმანათლებლო შეხვედრები და თხოვნა, რომ აღსრულება იყოს ადეკვატური.
ერთი მხრივ, საბაჟოზე დარეგულირდა და დღეს იმპორტირებული შესაფუთი მასა პლასტიკისგან აღარ არის წარმოებული და დამზადებულია ბიოდეგრადირებული მასალისგან. ადგილობრივ წარმოებებს კი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს და არაერთი ინსპექტირება ჩატარდა, შედეგად, რამდენიმე მილიონი არალეგალურად წარმოებული პარკი ამოიღეს, გაანადგურეს და დამრღვევებს ჯარიმა გამოუწერეს.
ამის მიუხედავად არის იატაკქვეშა წარმოებების მცდელობები, მაღაზიებში გარკვეული ნაშთებიც არის დარჩენილი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მესამე ნაწილში ნაბიჯი გადავდგათ და სირთულეები გადავლახოთ. იმისთვის, რომ სამართლიანი სწორი კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას” - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის: პოლიეთილენის პარკების გამოყენება ოფიციალურად 2019 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, პოლიეთილენის პარკები ჯერ კიდევ გამოიყენება. ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, პოლიეთილენის შემცველობაზე პარკების შემოწმება მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ