მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არის რეფორმები, რომელთა დაგვიანება დანაშაულია“ - პაატა ღაძაძე კერძო საპენსიო სისტემაზე

63c2f7383875c
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 22:44
827
თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის პაატა ღაძაძის შეფასებით, არის რეფორმები, რომელთა დაგვიანებით განხორციელება დანაშაულია. ასეთ დაგვიანებულ რეფორმად კი ის „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას მიიჩნევს.

როგორც სადაზღვევო სექტორის წარმომადგენელი ამბობს, ამ მიმართულებით დღეს გადადგმული ნაბიჯები შედეგს რამდენიმე წელიწადში გამოიღებს. დაგვიანებული რეფორმები კი ხალხს აზარალებს.

„ამ კუთხით, გარკვეული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ ამ ტიპის რეფორმებთან მიმართებით დასანანია რომ გვიწევს თქმა, რომ ყველაფერი დაგვიანებულია. რეფორმების დაგვიანება ხალხზე მოქმედებს. არის რეფორმები, რომელთა დაგვიანება უბრალოდ დანაშაულიცაა, მაგრამ კარგად გააზრებული რეფორმის შემთხვევაში თუ განსახელმწიფოებრიობის თემა იკვეთება, კერძო სტრუქტურებზე დელეგირება და მართვის ეფექტური სისტემების შემოღება მნიშვნელოვანია“, - ამბობს ღაძაძე.

„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი კერძო საპენსიო სისტემის განვითარებისთვის საჭირო ორ ფაქტორს გამოყოფს.

„კერძო საპენსიო სქემების, ფონდების არჩევანის უფლების არარსებობა და განსათავსებელი ინსტრუმენტების სიმწირე - ეს ორი თემა თუ მოგვარდება, ჩემი აზრით 2-3 წელიწადში ძალიან დიდი პროგრესი გვექნება.

არ არის არჩევანი რომელ საპენსიო ფონდში უნდა იყოს განთავსებული თანხები, მართალია დანაზოგების ანგარიშები გაინდივიდუალურებული, მაგრამ მაინც არჩევანის უფლება არ აქვს. ჩემი აზრით, ეს არასწორია.

მეორე ისაა, რასაც განსათავსებელი არეალი ჰქვია. აქაც საქმე ძალიან ღარიბად არის და ბევრი ინსტრუმენტები არ არის. მართალია კორპორატიული ბონდების ობლიგაციების მასშტაბები იზრდება, მაგრამ ეს ის მასშტაბები არ არის, რომელიც კერძო საპენსიო ინსტიტუტების განსავითარებლად საკმარისია. რომც იყოს არჩევანი უფლება და კერძო საპენსიო ფონდების საკანონდებლო ჩარჩო რომ შეიქმნას, ეს ნაწილი რასაც განთავსების არეალი ჰქვია, ჯერ კიდევ არ არის იმ დოზით წარმოდგენილი, რაც საკმარისი იქნება ინვესტიციიდან მიღებული თანხების აკუმულირებისთვის“, - ამბობს ღაძაძე.

ცნობისთვის: დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, კერძო საპენსიო სისტემების მონაწილეთა რაოდენობა 15 761 იყო, ხოლო სქემაში განხორციელებული საპენსიო შენატანები 4 552 454 ლარი იყო. საპენსიო სქემინდა გატანილი სახსრების მოცულობამ 1 043 946 ლარი შეადგინა, საპენსიო სქემის საინვესტიციო შემოსავალი კი 2 077 016 ლარი იყო.