მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არის შანსი, რომ შემოდგომაზე ლარი იყოს სტაბილური“- ნათია თურნავა

5f2c079531369
BM.GE
06.08.20 17:31
1324
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ის, რომ დღეს ეროვნულ ვალუტას მყისიერი რყევები არ ახასიათებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის დამსახურებაა. მინისტრი ამბობს, რომ სამომავლოდ ლარის პოზიციონირების მოლოდინი პოზიტიურია და არის შანსი ლარი სტაბილურ ნიშნულზე იყოს.

"ჩვენ მოვახერხეთ და მყისიერი რყევები ლარის კურსის არ არის. ამაზე იმუშავა მთლიანად ეკონომიკურმა გუნდმა და უნდა აღვნიშნო, ეროვნული ბანკის ეფექტური პოლიტიკა. პერიოდულად ისინი ზომიერ ინტერვენციებს მიმართავენ იმისთვის, რომ ლარის კურსის რყევები არ იყოს საგრძნობი ბიზნესისთვის და მათ შორის მოქალაქეებისთვის.

კი, დიდი გამოწვევაა (ლარის კურსი) იმიტომ, რომ ტურიზმიდან ჩვენ დაგვაკლდა სავალუტო შემოსავალი, საგარეო ვაჭრობაც არ არის ისეთი ინტენსიური, რაც შარშან იყო და დიდი კლება გვაქვს. ექსპორტიდანაც ჩვენ გვაკლდება სავალუტო შემოსავალი, ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ვატარებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება იყოს სტაბილური. თქვენ ხედავთ, რომ კი პირველი დღეები პანდემიის იყო ძალაინ ნეგატიურ მოლოდონებთან დაკავშირებული, იყო ძალიან აჟიოტაჟური დევალვაციის ნიშნები. ახლა ვხედავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მეტად ენდობა იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ.
 
არის შანსი, რომ შემოდგომაზე იყოს სტაბილური რასაკვირველია. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოლოდინები არის შედარებით პოზიტიური, მაგრამ არ არის მარტივი რა თქმა უნდა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ერთი ცალკე ვაკუუმში აღებული ქვეყანა, ძალიან დიდად ვართ დამოკიდებული რეგიონის ეკონომიკურ პროგოზებზე"-განაცხადა თურნავამ რუსთავი 2-ზე სტუმრობისას.