13.სექტემბერი .2019 00:10

არის სიცოცხლე პლანეტა K2-18b -ზე? - მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა

views 1299
უკან

ასტრონომებმა დედამიწიდან 111 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტა K2-18b-ზე წყალი აღმოაჩინეს. სამეცნიერო ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ დასკვნაში მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს ახალი ეტაპი, "ჩვენი მზის სისტემის გარეთ ცხოვრების ნიშნებისა".

ექსპერტების აზრით, აღნიშნული ციური სხეული არის "ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი", რომელიც შესაძლოა, დასახლებული იყოს.

"სავარაუდოდ, დასახლებულ სამყაროში, წყლის აღმოჩენა საოცარი მოვლენა და წარმოუდგენლად საინტერესო პროცესია", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ლონდონის University College-ის პროფესორმა ანგელოზ ციარიასმა.




მკვლევარების თქმით, აღმოჩენა ჰაბლის ტელესკოპის დახმარებით მოახერხეს. ამასთან, ამ კვლევით, სპეციალისტები არ ადასტურებენ იმას, რომ დედამიწიდან 111 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტა K2-18b აუცილებლად დასახლებულია.  

"ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეგზოპლანეტის ზედაპირზე თხევადი წყალი არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან შესაძლებელია", - აღნიშნა კვლევის თანაავტორმა ჯოვანიანა ტინეტიმ, რომელიც ასევე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორია. მისივე თქმით, პლანეტაზე ჭარბობს ისეთი ტემპერატურა, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას.
 




ეგზოპლანეტა K2-18b 2015 წელს აშშ-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა "კეპლერმა" აღმოაჩინა. ციური სხეული გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-18-ს, რომელიც 111 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მაშინვე დადგინდა, რომ იგი მოძრაობდა თავის დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში და შესაბამისად, იდეალური კანდიდატი იყო, რათა ზედაპირზე თხევადი წყალი ჰქონოდა — საკვანძო ელემენტი სასიცოცხლო პირობების არსებობისთვის.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში საერთაშორისო მკვლევარების ჯგუფმა, სადაც გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორებიც მონაწილეობდნენ, სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთ-ერთზე შეიძლება ცხოვრება იყოს. პლანეტა დედამიწიდან 31 სინათლის წლით არის დაშორებული და GJ 357-ის ორბიტაზე მდებარეობს.  

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა