მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ბიზნესი მშვიდად? - გუგა ცანავას პასუხი

61387ff6c6177
ინგა მურუსიძე
08.09.21 22:30
670
„ვამაყობ, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. ეთანხმებიან თუ არა მას ბიზნესის წარმომადგენლები, შესაბამისი კითხვით bm.ge-მ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველ პარტნიორ გუგა ცანავას მიმართა.

„მე ბიზნესის ენით ვერ ვილაპარაკებ, რადგან ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი არ ვარ. თუმცა შემიძლია ჩვენი მაგალითი მოვიყვანო. დღეს, პროექტის პრეზენტაციაზე ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, რაც აქ გაკეთდაო, ჩვენს ქვეყანაში 10 წელი დასჭირდებოდაო.

ჩვენ კი ძალიან ბევრი ვიშრომეთ და რაღაცები დავაჩქარეთ, მაგრამ ლიცენზიების გაკეთება, ნებართვების მიღება, პროცედურული ნაწილი ჩვენს ხელში არ იყო. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში გაკეთდა. ანუ, არც კომუნიკაციაში შეგვქმნია პრობლემები, არც დახმარებაში.

არავის არანაირი შეღავათი არ გაუწევია და ეს არც გვჭირდებოდა. თუმცა, ამხელა მასშტაბის პროექტს იმდენი კომპონენტი აქვს შიგნით, იმდენი რამ არის გასათვალისწინებელი, დაწყებული გამწვანებიდან, დასრულებული აეროპორტის რეგულაციების დაცვით, რომ ყველაფერში საჭირო იყო სისწრაფე. ჩემი აზრით, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს“, - განაცხადა გუგა ცანავამ.