მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ჯანდაცვა ბიზნესი? - საერთაშორისო ექსპერტის პასუხი

5e346cdb6c352
BM.GE
31.01.20 23:20
1693
„მე ვემხრობი იმას, რომ იქ, სადაც არის ეკონომიკური ურთიერთობები, ეს არის აბსოლუტურად ბიზნესის საქმე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა დავით გზირიშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. მან კითხვას, არის თუ არა ჯანდაცვა ბიზნესი, შემდგენაირად უპასუხა:

„ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო მართვა, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, არის საჯარო მართვის და არა ბიზნესმართვის სფერო. ჯანდაცვის სფეროში ბიზნეს სუბიექტები, როგორიც არის აფთიაქი, სტომატოლოგიური კლინიკა, საავადმყოფო, ამბულატორია, თავისუფლად არსებობენ ისინი როგორც ბიზნესსუბიექტები და მათი მართვა არის ბიზნესმართვა, მაგრამ თუ ადამიანი ვერ ანსხვავებს საავადმყოფოს მართვას სახელმწიფო მართვისაგან, მე ვერ შევედავები...

მე ვემხრობი იმას, რომ იქ, სადაც არის ეკონომიკური ურთიერთობები და სამედიცინო მომსახურება არის წარმოების ურთულესი სფერო,
ეს არის აბსოლუტურად ბიზნესის საქმე. ოღონდ ეს ბიზნესი უნდა ჩააყენო იმ კალაპოტში, იმ წესებში, რომელიც არის მისთვისაც და სახელმწიფოს ინტერესებისთვისაც მიმზიდველი.

ბიზნესი ცუდი არ არის, ბიზნესი მუშაობს მოგებაზე. რატომ გაუკვირდათ, რომ საავადმყოფოებმა ბევრი ფული იშოვეს. ბიზნესი არასოდეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დეკემბრის დასაწყისში ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია „ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი“.