02.აპრილი .2020 14:00

არის თუ არა ქვეყანაში მედიკამენტ "პლაქვენილის" დეფიციტი? - მინისტრის განმარტება

არის თუ არა ქვეყანაში მედიკამენტ
views 847
უკან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტ "პლაქვენილის" (კორონავირუსზე სამკურნალოდ გამოყენებადი პრეპარატი) დეფიციტი არ არის.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად ვმუშაობთ. რამდენიმე დღეში გარკვეულ რაოდენობას ველოდებით, ამ ეტაპზე დეფიციტი არ არის, თუმცა მისი მარაგების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ასევე, ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან, როგორც შემომტანებთან, ისე სააფთიაქო ქსელებთან მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, რომ მაღალ დონეზე, სახელმწიფოებრივ დონეზე დავეხმაროთ მათ ამ პრეპარატის შემოტანაში", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა