მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ქვეყანაში მეორე ტალღა დაწყებული - იმნაძის პასუხი

5f37be2ba3ed6
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 14:48
1528
კორონა გრძელდება და ერთეული შემთხვევები სულ იქნება - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ქვეყანაში მეორე ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვირუსის შეკავება მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვაზეა დამოკიდებული.

“სულ ტალღებზეა საუბარი პირველი, მეცხრე, მეცამეტე, ჩვენ არც პირველი ტალღა გვქონია ისეთი, როგორიც ჰქონდა უმრავლეს ქვეყნებს, ამიტომ ახლა ამას მეორეს დავარქმევთ თუ პირველნახევარს მთავარი არის ის, რომ კორონა არის, გრძელდება. როგორც ვხედავთ გეოგრაფიით თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი.. ანუ კორონა არის ყველგან.

არის ერთადერთი მოთხოვნა, წესის დაცვა. ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მაქსიმალურად, თუ არ შეგვიძლია დისტანციის დაცვა ღია სივრცეში, იქაც ნიღაბი. კორონა ასე თითოოროლა მაინც იქნება. მაგრამ თუ არ დავიცავთ [წესებს] იქნება ბევრი და რას ნიშნავს ეს ბევრი? გადახედეთ ქვეყნებს და ნახავთ რა იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის ერთი ქობულეთში.