22.იანვარი .2020 20:00

არის თუ არა საარბიტრაჟო დავის არიდების რესურსი - ანაკლიის კონსორციუმის განმარტება

views 323
უკან

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის პოზიციის გათვალისწინებით, კონსორციუმის მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყების ალბათობა მაღალია. ამის შესახებ ახვლედიანმა BM.GE-სთან კონსორციუმის დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მათ საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილება სურთ, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.

„ხელშეკრულება ითვალისწინებს კონკრეტულ იურიდიულ პროცესებს, რომელიც მათ შორის, არის ორთვიანი ვალდებულება მხარეების მიერ, რომ შეეცადონ, ურთიერთშეთანხმებით მორიგდნენ. თუ მორიგება ვერ მოხერხდება, შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავიდეთ არბიტრაჟში. ამ პროცესების ფარგლებში ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ერთხელ უნდა დაველოდოთ ამ პროცესებს, კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს იურისტებთან, უშუალოდ ჩვენს სტრატეგიაზე, მაგრამ მთავრობის განცხადებებს თუ დავეყრდნობით, ჩვენი გადმოსახადიდან, არბიტრაჟის სასამართლოს ალბათობა ძალიან მაღალია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა და დასძინა, რომ კონსორციუმი კონსულტაციებს გადის და უახლოეს დროში იურიდიული პროცესების გასაშლელად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ამასთან, კონსორციუმის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საარბიტრაჟო დავა ძალიან დააზიანებს პროექტს, ასევე საინვესტიციო - გარემოს.

„ჩვენი გადმოსახედიდან დავა, ეს არც ჩვენს ინტერესებში შედის, არც - მთავრობის, ამიტომ უნდა დაველოდოთ პროცესებს და ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის 9 იანვარს შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა