მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძალიან დამოკიდებული? - პრემიერის პასუხი

6475a85ce1aba
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 11:49
883
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა არა უმსხვილესი. ამის შესახებ მან ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის მოდერატორის დასმული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ალტერნატიული ბაზრების ძიებაშია, რასაც დრო სჭირდება.

ფორუმის მოდერატორის კითხვა საქართველოს პრემიერს: - მინდა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გკითხოთ. თქვენ განმარტავთ, რატომ არ მიუერთდა საქართველო საერთაშორისო სანქციებს, რადგან ეს დაანგრევდა საქართველოს ეკონომიკას. არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული რუსეთზე, რომელიც შორდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელშიც თქვენ გინდათ გაწევრიანება? ახლა რა მოკლევადიან ნაბიჯებს დგამთ, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად?

„ევროკავშირი, ვისთანაც მე პირადად მქონდა პატივი მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შეთანხმებაზე, ეტაპობრივად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ხდება საქართველოსთვის, ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები და ბაზრები დავინახოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, ვეძებთ ახალ ვარიანტებს“ - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაცია საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2023 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 848 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, რუსეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა და თურქეთის შემდეგ სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.

საქსტატის ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტი 54%-ით, 622 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მატებამ 45% შეადგინა და მან 226 მილიონ დოლარს მიაღწია. რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ ღვინოებია, რომლის ექსპორტმაც წელს 52 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი რუსეთში