Telegram-ი - პლატფორმა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის კუთხით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს, ყველაზე დიდი ყურადრების ცენტრში მოექცა, დღეს კითხვებს აჩენს. არის თუ არა ეს აპლიკაცია უსაფრთხო? პასუხების ძიებისას ირკვევა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თანამემამულეებს ინტერვენციის შესახებ სწორედ ტელეგრამით აცნობა და მოუწოდა წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის თავდასხმისთვის. პარალელურად, რუსეთშიც უამრავი ადამიანი იყენებს აპლიკაციას და უკრაინის შესახებ სიახლეებსაც უმეტესად ტელეგრამზე ეცნობიან. Telegram-ის შესახებ Euronews წერს.
Telegram - ეს არის ჰიბრიდული პლატფორმა, რომელსაც აქვს როგორც პირადი ანუ ერთი-ერთზე საუბრის, ასევე ჯგუფური კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც შეიძლება 200,000-მდე წევრი იყო. გარდა ამისა, შესაძლებელია, ცნობილი ადამიანების გვერდების გამოწერა და სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიის ფარგლებს გარეთ ინფორმაციის მიღება, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ერთ-ერთი მთავარი იარაღია.
გარდა ამისა, Telegram-ს აქვს რამდენიმე ფუნქცია, როგორიცაა საიდუმლო ჩეთები, შეტყობინებების სინქრონიზაცია ყველა მოწყობილობაზე, აუდიოზარი, ვიდეოზარი, ფაილის გადაცემა და ბოტები. საიდუმლო ჩეთი არის ფუნქცია, რომელიც ანადგურებს შეტყობინებებს საუბრის დასრულების შემდეგ ყველა ჩართულ მოწყობილობაზე.
შესაბამისად, Telegram-ს აქვს უსაფრთხო რეპუტაცია, რადგან პლატფორმას ნაგულისხმევი არ აქვს ბოლოდან-ბოლომდე დაშიფვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ პლატფორმას არ შეუძლია იცოდეს მომხმარებლის შეტყობინებების შინაარსი, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ რუსეთის მთავრობამ მოუწოდოს Telegram-ს, გადასცეს მომხმარებლის ინფორმაცია. ეს უკვე მოხდა 2018 წელს, მაგრამ Telegram-ი შეეწინააღმდეგა რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც კომპანიას სასამართლოში უჩივლა და აპლიკაცია ორი წლით აკრძალა, თუმცა მომხმარებელს ჯერ კიდევ ჰქონდათ წვდომა აპლიკაციაზე. ინფორმაციისთვის, რუსეთმა საქმე 2020 წელს გააუქმა.
რაც შეეხება დეზინფორმაციის გავრცელებას, გაუგებარია რამდენი მომხმარებელია რეალური და რამდენი ბოტი. Telegram-ზე უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ყალბი მომხმარებელი, რომლებმაც გააძლიერეს რუსეთის მთავრობის პოლიტიკის პროპაგანდა, თუმცა დეზინფორმაცია არ არის მხოლოდ Telegram-ის პრობლემა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ