16.ივნისი .2021 16:05

ჩვენს დასკვნებზე პროკურატურის რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია - გენერალური აუდიტორი

ჩვენს დასკვნებზე პროკურატურის რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია - გენერალური აუდიტორი
views 692
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, 2020 წელს აუდიტის სამსახურმა გენერალურ პროკურატურაში 28 ანგარიში გადაგზავნა და შემდგომი რეაგირება უკვე თავად პროკურატურის პრეროგატივაა.

ირაკლი მექვაბიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტი სადამსჯელო ორგანიზაცია არ არის.

"28 ანგარიში გადავაგზავნეთ პროკურატურაში და მათზე რეაგირება უკვე პროკურატურის პრეროგატივაა. მე ვთვლი, რომ პროკურატურის მუშაობა და რეაგირება ჩვენს დასკვნებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი ინსტიტუცია სადამსჯელო ტიპის არ არის და სანამ მე ვიქნები ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაქსიმალურად შევეწინააღმდეგები კონტროლის პალატის ტიპის ორგანიზაციას. ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის საკონსულტაციო და აუდიტორული.

შემოწმების ობიექტებთან გვაქვს სწორი კომუნიკაცია და დასკვნების წერისას ყოველთვის ვითხოვთ უმაღლესი მენეჯმენტის ჩართულობას, რადგან თუ მინისტრი ან მოადგილე არ ეცნობა დასკვნას, ვერ აცნობიერებენ რა ნაკლოვანების იდენტიფიცირება ხდება უწყებაში, ჩვენ მას ვერ გამოვასწორებთ", - განაცხადა მექვაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა