30.ივნისი .2022 20:43

"გაზის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია" - ბაიდენი

"გაზის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია" - ბაიდენი
views 1038
უკან

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გაზის ფასების ზრდა და სურსათის დეფიციტი მთელს მსოფლიოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

"საბოლოოდ, გაზის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი... მიზეზი, რის გამოც სურსათის კრიზისი არსებობს, არის რუსეთის გამო", - თქვა ბაიდენმა მადრიდში ნატოს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკა, რის გამოც იქედან მარცვლეულის ექსპორტი ვეღარ ხორციელდება.