მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 500 მლნ ლარის უძრავ ქონებას სამშენებლო სექტორისგან განვადებით შეიძენს

620a05b95cf8c
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.22 11:24
1338
დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა სამშენებლო დარგის წახალისებისთვის ახალ 500-მილიონიან პროგრამას დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც მთავრობა ერთდროულად იქნება ახალი უძრავი ქონების მშენებლობის დამკვეთი და ამავდროულად სამშენებლო სექტორისთვის სესხების გარანტორი. ღარიბაშვილის თქმით, ამ გზით მთავრობა შემჭიდროვებულ ვადებში 4-5 წლის გასაკეთებელს “ერთ წელში გააკეთებს”.

“ჩვენი მიზანია საჯარო და კომუნალური მშენებლობების წახალისება და დარგში კონკურენციის გაზრდა. ამ მხრივ ჩვენ დამატებით 500 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე ინვესტირრებას ვგეგმავთ წელსვე: დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე პოლიციისთვის გვაქვს ასაშენებელი ახალი ობიექტები და საცხოვრებლები. ამიტომ ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მათ შეუძლიათ დამატებით  მოიზიდონ ფინანსური რესურსი ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ჩვენი მხრიდან და ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, როდესაც იგივე თავდაცვის სამინისტროში ჩემი მინისტრობისას განვახორციელეთ. 4-5 წლის გასაკეთებელს გავაკეთებთ ერთ წელში.

ეს 1-დან 2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი იქნება,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პროგრამის შესახებ ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი. BMG შეეცდება გაარკვიოს, უშუალოდ რა სქემით განიხილავს მთავრობა უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას.