მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამოუკიდებელი-საქართველოს ელჩები 1991-2021“ - ზვიად ჭუმბურიძემ წიგნი გამოსცა

60ca267d76b59
BM.GE
16.06.21 21:00
1376
წიგნი „დამოუკიდებელი-საქართველოს ელჩები 1991-2021“ ეძღვნება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავს. წიგნის გამოცემის იდეა და ავტორობა ეკუთვნის ზვიად ჭუმბურიძეს, “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალურ მდივანს.

გამოცემა ენციკლოპედიური ხასიათისაა და აერთიანებს ყველა იმ დიპლომატსა და ელჩს, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წარმოადგენდნენ 1991-2021 წლებში.

გარდა ელჩების შესახებ სრული მონაცემებისა, წიგნში ასევე აღნიშნულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი თარიღები და დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია, ქვეყნების მიხედვით. ზვიად ჭუმბურიძის საავტორო შესავალში მოკლედაა გადმოცემული დიპლომატიის, როგორც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სფეროს საწყისები და მისი განვითარების მომდევნო ეტაპები.

წიგნზე მუშაობა 2020 წლის აპრილის თვეში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.