მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არომატმა“ შოკოლადისა და კონიაკის წარმოება დაიწყო

618b6a2079eb3
მარიამ იზორია
14.11.21 22:20
938
ქართული ნატურალური პროდუქტების მწარმოებელმა ბრენდმა „არომატმა“ ორი ახალი პროდუქტის კონიაკისა და შოკოლადის წარმოება დაიწყო, ამის შესახებ bm.ge-სთან „არომატის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. ნატა მიმინოშვილის თქმით, ახლა ექსპორტის მიმართულებით შეფერხებები აქვთ, თუმცა პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოში ნაწარმოები ნატურალუტრი პროდუქტი გაიყიდება, ბელგია იქნება.

„შოკოლადისა და კონიაკის რეალიზება სულ რამდენიმე კვირაა, რაც დავიწყეთ, შეკვეთები ჯერჯერობით აქტიურად გვაქვს, რაც შეეხება ექსპორტს, შეფერხებები გვქონდა, თუმცა გასვლას აუცილებლად ვგეგმავთ, ინტერესი ბელგიიდან არის, ახლა დაახლოებით 5-მდე ობიექტში ვართ და ონლაინაც ვყიდით, უახლოესს მომავალში დიდ ქსელურ მარკეტებში შესვლაც იგეგმება“ - ამბობს ნატა მიმინოშვილი.

ცნობისთვის, 35 დასახელების პროდუქტის, მათ შორის კომპოტის, ჯემის, მურაბის, ნატურალურ წვენის, აჯიკის, ალუჩის საწებელის ოჯახური წარმოება კახეთიდან ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. დამფუძნებელმა საწყისად დაახლოებით 10 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. „არომატის“ პროდუქტი ონლაინ, აგრომაღაზიებსა და მცირე მარკეტებში იყიდება.