18.ოქტომბერი .2019 09:50

„არქი“: ლარის კურსს ჩვენს ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

views 398
უკან

"მოსახლეობისთვის სტაბილურობის განცდა მნიშვნელოვანია და ლარის კურსი მათთვის სწორედ სტაბილურობის კუთხით არის დარტყმა", - ამის შესახებ BM.GE-ს "არქის" გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა ლარის გაცვლითი კურსის რყევების შესახებ საუბრისას განუცხადა.
 
შიო ხეცურიანის განმარტებით, ლარის კურსის არასტაბილურობა კომპანიას მშენებლობისთვის საჭირო პროდუქციასაც უძვირებს.

"მათთვის მტკივნეულია, როდესაც ლარის კურსი ცვალებადია, ხოლო მოქალაქეებს ხელფასები ლარში აქვთ და ისინი იპოთეკურ სესხს უცხოურ ვალუტაში იღებენ. ჩვენი ხარჯის მნიშვნელოვანი წილი დოლარია. აქედან გამომდინარე, ლარის კურსს ჩვენს ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ლარის კურსის არასტაბილურობა ჩვენ მშენებლობებისთვის საჭირო პროდუქტსაც გვიძვირებს", - განაცხადა ხეცურიანმა.  

"არქის გენერალური" დირექტორი შიო ხეცურიანი BM.GE-სთან დეველოპერულ ბიზნესში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.

მისი თქმით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სექტორში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა ის, რომ დღეისთვის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ისეთი მზარდი აღარ არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა