„არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, კომპანია გამოყოფს 30 000 ლარს კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად, რომელიც შესაბამის ფონდსა თუ ორგანიზაციაში გადაირიცხება.
„მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის მზად, თანხები გაიღოს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ბევრი კომპანია შემოგვიერთდება და ერთად შევძლებთ, დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსის დროულად დამარცხებაში“, - აცხადებს ილია წულაია.
„არქის“ განცხადებით, კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. „არქიში“ შემუშავებულია სპეციალური პროცესები, რომლის მიხედვითაც არსებული მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ ყველა საკითხის გავლასა და შეთანხმებას სერვის მენეჯერებთან. რაც შეეხება ბინის შეძენის მსურველებს, მათთვისაც მარტივი პროცედურები შეიქმნა, რომლებიც საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, დისტანციურად გაესაუბროს პერსონალურ მრჩეველს, გაეცნოს „არქის“ პროექტებს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ბინა.
„ოფისში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და დაცული გვაქვს ყველა სანიტარიული ნორმა, რაც რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ვარჩიეთ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, რომ მოვახდინოთ დამატებითი პრევენცია. თანამშრომლების 80% იმუშავებს დისტანციურად, თუმცა ადგილზე ყოველდღიურად იქნება მორიგე პერსონალური მრჩეველი, რომელიც შეხვდება მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში“, - აცხადებს „არქის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
„არქიში“ ხაზგასმით აცხადებენ, რომ აღნიშნული არ ეხება მშენებლობის პროცესს. ყველა მშენებლობაზე სრულად დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმები. პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და ყველა პროექტი დათქმულ ვადაში ჩაბარდება.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს