მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არქის” გენდირექტორი: უძრავი ქონების თვითღირებულება გაიზარდა

61cc6da055a23
ლიკა გურაბანიძე
29.12.21 22:22
807
“უძრავი ქონების თვითღირებულება გაიზარდა, რაც სამშენებლო კომპონენტებზე ფასის ზრდამ გამოიწვია.” - ამის შესახებ “არქის” გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც ხეცურიანმა აღნიშნა, 2021 საინტერესო წელი იყო დიდი გამოწვევებით, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე უძრავი ქონების ბაზრისთვის.

“2021 წელს ცვლილებები უძრავი ქონების თვითღირებულების მიმართულებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც იყო. უძრავი ქონების თვითღირებულება გაიზარდა, რაც სამშენებლო კომპონენტებზე ფასის ზრდამ გამოიწვია. ერთი კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართის ფასი დაახლოებით 50$-ით გაიზარდა, ხოლო სარეალიზაციო ფართის თვითღირებულება 70-80$-ით, რამაც შესაბამისად სამშენებლო ბაზარზე მცირედით ფასების ზრდა გამოიწვია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ბაზარზე ფასები მცირედით გაიზრდება", - განმარტა ხეცურიანმა.

ცნობისთვის, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7%-იანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.