ყოველწლიური ტრადიციული საახალწლო სამზადისი სახლებში - პირველი ოჯახის ჟრიამული და კართან მომდგარი ახალი წლის მოლოდინი, ერთი რეალობაა, რომელიც ძალიან განსხვავდება მეორე გმირის ცხოვრებისგან - ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და ახალ წელს მარტო ხვდება. ახალი წლის დღესასწაული კი ის მომენტია, როდესაც ყველაზე მეტად ოჯახური სითბო გჭირდება. ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, არქი მოგვიწოდებს, რომ “ვაჩუქოთ ის, რაც ყველასთვის ძვირფასია”.
კამპანიის ვიდეორგოლზე „არქის“ მარკეტინგის გუნდთან ერთად სტუდია “მეტროგრაფმა” იმუშავა.
“არქელების დიდი ოჯახი 20 000 ადამიანს აღემატება, ეს რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ „არქის“ მაცხოვრებლები და თანამშრომლები ერთ დიდ ოჯახს აერთიანებენ. „არქი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ხშირად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს. მიზანი არქელებს შორის კავშირის გაძლიერება და ერთობლივად ბევრი კეთილი საქმის კეთებაა, ფაქტობრივად ყველა დღესასწაულს ერთად აღვნიშნავთ, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს ერთიანობის შეგრძნებას. ის მჭიდრო ურთიერთობები, რაც 15 წელია ყალიბდება „არქის“ მაცხოვრებლებსა და გუნდს შორის, გვაძლევს იმის განცხადების გაკეთების შესაძლებლობას, რომ „არქი“ ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ზრუნავს ერთმანეთზე. სწორედ ეს მთლიანობა გახლავთ კამპანიის ინსპირაციის წყარო”, - აცხადებს „არქის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
“თანამედროვე, აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყოველდღიურობაში, ადამიანთა უმრავლესობისთვის, შესაძლოა შეუმჩნეველი გახდეს, რომ ის რაც ზოგისთვის ჩვეულებრივი და ხელშესახებია, სხვისთვის სანატრელი იყოს. ჩვენი საახალწლო კამპანია კი, სწორედ იმ სიკეთისა და ზრუნვის გაცემისკენ მოგვიწოდებს, რაც ყველას არ აქვს, მაგრამ ყველასთვის ძვირფასია”, - ამბობს „არქის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან თითბერიძე.
„არქის“ საახალწლო კამპანიამ დამსახურებულად უხვი, თბილი და ემოციებით გაჯერებული უკუკავშირი მიიღო ფართო აუდიტორიისგან, რაც კომპანიისთვის ინსპირაციისა და მოტივაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს.
FB LINK : https://fb.watch/9WHg2fo4MQ/
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება