მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქტიკაში 2030-იანი წლებისთვის, შესაძლოა, უყინულო ზაფხულები დადგეს

6481c9ae1c24a
სალომე ხიდურელი
08.06.23 23:55
728
არქტიკაში, შესაძლოა, ზღვის ყინულოვანი საფარი ნავარაუდებზე ათწლეულით ადრე გაქრეს. მეცნიერების გაფრთხილებით, ეს კიდევ ერთი აშკარა ნიშანია იმისა, რომ კლიმატის კრიზისი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად ვითარდება.

ჟურნალ Nature Communication-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში საუბარია ადრეული 2030-იანი წლების გვიანი ზაფხულის თვეებზე, როცა შესაძლოა, არქტიკის ზღვის ყინულოვანი საფარი სრულად დადნეს. იმ შემთხვევაში კი, თუ პლანეტის მოსახლეობა შესამჩნევად შეამცირებს თერმულ დაბინძურებას, არქტიკა ყინულიან ზაფხულებს 2050-წლამდე შეინარჩუნებს.

მკვლევრებმა არქტიკის ყინულოვან საფარზე 1979 წლიდან 2019 წლამდე მიმდინარე ცვლილებები გაანალიზეს, ერთმანეთს შეადარეს სატელიტური მონაცემები და კლიმატური მოდელები იმის შესასწავლად, თუ როგორ იცვლება არქტიკის ზღვის ყინული.

აღმოჩნდა, რომ ყინულის დნობის ძირითადი მიზეზი ადამიანთა გამოწვეული თერმული დაბინძურებაა, წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა კი დნობის ტენდენციები სათანადოდ ვერ შეაფასეს.

არქტიკის ზღვებში, როგორც წესი, ყინულოვანი მასა ზამთრობით გროვდება და ზაფხულში დნება, ყინული ყველაზე დაბალ მაჩვენებელს კი სექტემბრის თვეში აღწევს, ვიდრე აღნიშნული ციკლი თავიდან დაიწყება. როგორც კვლევის ლიდერმა და სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა CNN-ს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულობით არქტიკის ზღვის ყინული სრულად დადნება, ცივ სეზონებზე მისი აღდგენა უფრო დიდ დროს წაიღებს. რაც უფრო აიწევს დედამიწაზე ტემპერატურა, მით უფრო დიდ ხანს მოუწევს არქტიკის ზღვას ყინულოვანი საფარის გარეშე დარჩეს, ცივი სეზონების დროსაც კი.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, არქტიკის საშუალო ტემპერატურა დედამიწის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით 4-ჯერ უფრო გაიზარდა. ზღვის ყინულის სწრაფი დნობა რეგიონში აქამდეც შეინიშნებოდა.

არქტიკის რეგიონში ყინულის საფარის გაქრობა გავლენას მსოფლიო პროცესებზეც მოახდენს. თეთრი ყინულის ზედაპირი, ჩვეულებრივ, დედამიწიდან მზის სხივების მავნე ენერგიას აირეკლავენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ყინული დადნება, აღნიშნული ენერგია ოკეანის სიღრმეებში შეიწოვება, რაც დედამიწაზე ოკეანეების ტემპერატურას კიდევ უფრო გაზრდის.