მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ" - გახარია

60584cbc30962
ინგა მურუსიძე
22.03.21 11:50
2049
პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ გიორგი გახარია პირველ კომენტარს აკეთებს. ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. მალე შევხვდებით", - უთხრა მან ჟურნალისტებს თავის სახლთან წავკისში, სადაც გახარია შეხვედრას მართავდა.

გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ 18 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავება-არდაკავების საკითხს ეხებოდა, გუნდთან ვერ მიაღწია ერთობლივ აზრს და თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.