მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არსად ხდება, რომ საავადმყოფო, სააფთიაქო და სადაზღვევო ბიზნესი ერთი მეპატრონის ხელში იყოს“

5f6626112bc1b
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 22:15
7168
„არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, რომ საავადმყოფო, სააფთიაქო და სადაზღვევო ბიზნესი ერთი მეპატრონის ხელში იყოს“-ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაზემ Forbes Talks-ში განაცხადა.

ხაზარაძე არ ემხრობა, ასევე, საბანკო სექტორის მონაწილეობას არაპროფილურ ბიზნესებში.

„ამას თამამად ვამბობ იმიტომ, რომ როცა ვიყავი ბიზნესში, ჩვენ ამას არ ვაკეთებდით. ამ გადასახედიდან ეს მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული. საბანკო არის სხვა ბიზნესი, მშენებლობა - სხვა ბიზნესი.

მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, რომ საავადმყოფო, სააფთიაქო ქსელი და სადაზღვევო ბიზნესი იყოს ერთი მეპატრონის ხელში. ამის აუცილებლად განცალკევება უნდა მოხდეს, რომ შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია და ექიმი, რომელიც გამოუწერს პაციენტს წამალს, არ აიძულოს, რომ ის წამალი იყიდოს იმავე ჯგუფის აფთიაქში. ეს იწვევს ძალიან მახინჯ სისტემას. ეს არის ერთ-ერთი, რაც უნდა გაიმიჯნოს“, - აცხადებს ხაზარაძე.