მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არსებობა ხომ გვინდა?! მიდგომა დისკრიმინაციულია" - ბაზრობაზე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

5fe31a015de1b
ინგა მურუსიძე
23.12.20 14:39
1066
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, არასასურსათო სავაჭრო ცენტრები შეზღუდვებით, თუმცა მაინც იხსნებიან, ხოლო ბაზრობები - არა. უწყებათშორისი საბჭო განმარტავს, რომ ბაზრობაზე ბევრი ინდმეწარმეა და იქ ეპიდემილოგიურად ვითარების გაკონტროლება ძალიან რთული იქნებოდა.

მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს დღეს ბაზრობების მოვაჭრეებმა, ლილოს ბაზრობის წარმომადგენლების თქმით, ამ ერთი კვირის განმავლობაში მუშაობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი უფრო რთული სწორედ მოლებში იქნება, რადგან დახურული სივრცეა, ხოლო ბაზრობები ღიაა. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან საბანკო ვალდებულებები და ფინანსური პრობლემები ექმნებათ არა მხოლოდ მოლებს, არამედ ჩვეულებრივ ბაზრობებსაც, რაც მთავრობას უნდა გაეთვალისწინებინა.

„ჩვენც ვიცით, რა არის კორონავირუსი, სახლში გვყავს მოხუცები, ბავშვები, ვუფრთხილდებით მათ, თუმცა არსებობა ხომ გვინდა?! საჭმელი არ გვექნება ახალ წელს. ლილოში გამყიდველები დღეში 10 ლარზე მუშაობენ, ჭამა ხომ უნდათ ოჯახებში?! ხვალ მოლები გაიხსნება და გაცილებით მეტი შევიკრიბებით“, - აცხადებენ ლილოს ბაზრობის თანამშრომლები.

აქცია გამართეს „თერგის“ ბაზრობაზე დასაქმებულებმაც. მათი თქმით, თუ სავაჭრო ცენტრები იხსნება, ბაზრობებიც უნდა გაიხსნას.