ფარმაცევტულ ბიზნესში არსებობს კარტელური გარიგებები, რომელშიც ექიმები და ფარმაცევტები არიან ჩართული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ბევრი მიმართულებით არის სამუშაო, გარდა საკანონმდებლო უზრუნველყოფისა, ასევე დასარეგულირებელია სარეცეპტო სისტემა. ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა დააზღვევს გარკვეულ რისკებს, ასევე ბაზარზე ჯენერიკული მედიკამენტების სიმრავლე დაარეგულირებს ფასებს. ჯენერიკების უპირატესობა არის ის, რომ ფასები არის დაბალი, ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გარკვეული კარტელური შეთანხმებების არსებობა. სამწუხაროდ, მონაწილე მხარეები ზოგჯერ არიან ფარმაცევტები, ექიმები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევაში უპირატესობას აძლევენ ფინანსურ სარგებელს და არა საექიმო ეთიკას. აქ ყველა მიმართულებით არის სამუშაო. ყველამ უნდა დავისახოთ მიზნად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტის არსებობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის კომიტეტში საკითხზე უკვე წელიწადზე მეტია მიდის მუშაობა და განხორციელდა არსებული საკანონმდებლო ბაზის რევიზია, რომელიც ამ მიმართულებას არეგულირებს.
„კანონმდებლობა არის მოძველებული, 2009 წელს მიღებული, ამიტომ ევროპელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იქნება უფრო მეტად დახვეწელი და უზრუნველყოფს, რომ ამ სეტორში ბაზარი დარეგულირდეს და ქვეყანაში მედიკამენტი იქნება ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ზაალ კაპანაძე, ჯანმოს რეგიონული დირექტორი, სილვიუ დომენტე და ა.შ.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას. შეხვედრაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი