მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს რისკი, შემოდგომიდან Covid-19-ის შემთხვევები ისევ გაიზარდოს - კულუმბეგოვი

6295ceb3cd601
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 12:34
874
ალერგოლოგი და იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ იმუნიზაციის ახალი გეგმა, რაც ივნისის ბოლოს მოსახლეობის 70%-იანი აცრას გულისხმობს, მიუღწეველი მიზანია. კულუმბეგოვი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შესაძლებლობას არ აძლევს.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის უწყება, რომელმაც უნდა თქვას საბოლოო ვერდიქტი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით. ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და ამას აქვს თავისი მეცნიერული, ეპიდემიოლოგიური საფუძვლები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ დღეს მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიურ გენერირებას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რასაც WHO პანდემიის დასრულების შესაძლებლობად შეიძლება განიხილავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც შემთხვევების დაღმავალი მრუდია, გარკვეული რისკი არსებობს, რომ ინფექციის შემთხვევებმა ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, როგორც ყველა სხვა რესპირაციულმა დაავადებამ, დაიწყოს რაოდენობის მატება”,-განაცხადა კულუმბეგოვმა.