05.ივლისი .2022 12:07

არსებობს თუ არა ეკონომიკის "გადახურების" რისკები? - Galt & Taggart-ის შეფასება

არსებობს თუ არა ეკონომიკის "გადახურების" რისკები? - Galt & Taggart-ის შეფასება
views 798
უკან

2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვა, რამაც მაისში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა ბოჭორიშვილმა ეკონომიკური ზრდის გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ზრდაზე მთავარ გავლენას გაზრდილი ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი ახდენს. ამ ფაქტორების გათვალისწინებთ, Galt & Taggart-ი წელს ქვეყანაში 10.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

კითხვაზე - შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას თან "გადახურების" რისკი ახლავს, ევა ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ ეს რისკი მართლაც არსებობს, თუმცა ჯერჯერობით, ამის ნიშნები არ შეიმჩნევა. 

"გადახურების რისკები არსებობს, თუმცა ივნისში როგორც მოლოდინი გვქონდა, ინფლაციას აქვს შემცირების ტენდენცია მაისთან შედარებით.

ინფლაციაშიც არის ერთჯერადი ფაქტორი, რაც არის მიგრანტების ეფექტი უძრავი ქონების გაქირავების ღირებულების ფასების ზრდა.

ბევრი რამ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე სასაქონლო ფასების შემცირების დინამიკაზე. იმ მოლოდინით, რომ მეტად აღარ გაძვირდება სურსათის და ნავთობის ფასები, ჩვენ ველოდებით ინფლაციის შენელებას, თუმცა წელს მაინც 9%-ზე მაღალი იქნება ინფლაცია.

ვფიქრობთ, ლარის გამყარების ეფექტი სრულად არ არის ასახული ფასებზე და ესეც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში ინფლაციის შენელებას, თუმცა თუ კიდევ შემოტრიალდა ინფლაცია, მაშინ დამატებითი ზომები ალბათ იქნება საჭირო რომ მივიღოთ, მაგალითად მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირდეს ფისკალური დეფიციტი და ასევე სებ-ის მხრიდანაც იქნება საჭირო ზომები, რომ ინფლაცია შენელდეს.

ამჟამად დაკრედიტების ტემპი ეკონომიკური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ჯანსაღია დაკრედიტების ტემპი ჩვენი შეფასებით. სესხები 18.1%-ით გაიზარდა მაისში, ოდნავ დაჩქარებულია აპრილთან მიმართებით, ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს მოთხოვნაზე, თუმცა ჩვენ რასაც ვუყურებთ ამ ეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებით, ამ ზრდის ტემპზე ვერ ვიტყვით, რომ ეს იწვევს გადახურებას," - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა