მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს თუ არა რეგიონული პრიორიტეტების დოკუმენტი? - პრემიერი კაკულიას პასუხობს

5ef5fa938641f
BM.GE
26.06.20 17:20
708
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დაინტერესდა, აქვს თუ არა ქვეყანას რეგიონული პრიორიტეტების დოკუმენტი, რომლის შექმნაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო.

პრემიერმა გიორგი გახარიამ კაკულიას ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

„თქვენ გაიხსენეთ პერიოდი, როცა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ჩვენ დავდიოდით რეგიონებში და ვადგენდით გეგმებს. იქ იყო რესურსული ბაზები და ა.შ. ეს ყველაფერი შენახულია, გადაცემულია რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის, მაგრამ ეს იყო მთავრობის ადმინისტრაციის და მთავრობის მეთაურის ინიციატივა. სისტემურად ამას არეგულირებს რეგიონული განვითარების პროგრამა, რომელიც არსებობს და დამტკიცებულია. მე როგორც ვიცი, პარლამენტშიც იყო ამაზე მსჯელობა. პროგრამა 2021-2022 წლებს ეხება. თუ კიდევ დამატებით არის რამე გასაკეთებელი, აქ ხართ და თქვენს წინადადებებს მივიღებთ“.